ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

ახალი დეტალები ცნობილია - სპალეტის წასვლა 1 წლის წინ უნდოდა

დღეს, აურელიო დე ლაურენტისმა ღიად განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ლუჩიანო სპალეტი „ნაპოლის“ დატოვებს. ამის მიზეზად ტოსკანელი მწვრთნელის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელსაც პრეზიდენტი ხელს არ შეუშლის.

ამის პარალელურად, CalcioNapoli ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ სპალეტის წასვლა 1 წლისაც სურდა. ეს კი დე ლაურენტისთან ურთიერთობის გაფუჭებამ გამოიწვია. როგორც ჩანს, მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის ჩამოყალიბებულმა უთანხმოებამ თავი ახლაც იჩინა და ლუჩიანომ წასვლა გადაწყვიტა.

აღნიშნული გამოცემა კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოხდა აურელიოსა და ლუჩიანოს შორის.

შეგახსენებთ, რომ სპალეტიმ „პარტენოპეის“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა. ბოლოს, როდესაც „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა გუნდში დიეგო მარადონა თამაშობდა.

ცნობისთვის, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი განიხილება. იტალიური მედიის ინფორმაციით, „პარტენოპეის“ მომავალ სეზონში ლუის ენრიკე, ანტონიო კონტე ან იულიან ნაგელსმანი გაწვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მდგომარეობა სერიოზულია | პარი სენ-ჟერმენის მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს
მდგომარეობა სერიოზულია | პარი სენ-ჟერმენის მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს