ცნობილია შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის
შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნორვეგიასთან და საქართველოსთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. „სკოტები" 17 ივნისს ნორვეგიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 20-ში - საქართველოს.
???????????????????????????? Steve Clarke has named his Scotland squad for our upcoming UEFA Euro Qualifiers against Norway and Georgia. pic.twitter.com/0acBK8A72j
— Scotland National Team (@ScotlandNT) May 29, 2023
მეკარეები: ზანდერ კლარკი (ჰართსი), ანგუს განი (ნორვიჩი), ლიამ კელლი (მოზერველი).
მცველები: ლიამ კუპერი (ლიდსი), ჯეკ ჰენდრი (ბრიუგე), აარონ ჰიკი (ბრენტფორდი), დომ ჰიამი (ბლექბერნი), ნათან პატერსონი (ევერტონი), რაიან პორტეუსი (უოტფორდი), ენტონი რალსტონი (სელტიკი), ენდი რობერტსონი (ლივერპული), ჯონ სუტარი (რეინჯერსი), გრეგ ტეილორი (სელტიკი), კიერან ტირნი (არსენალი).
ნახევარმცველები: სტუარტ არმსტრონგი (საუთჰემპტონი), ლუის ფერგიუსონი (ბოლონია), ბილი გილმორი (ბრაიტონი), რაიან ჯეკი (რეინჯერსი), ჯონ მაკგინი (ასტონ ვილა), კალუმ მაკგრეგორი (სელტიკი), კენი მაკლინი (ნორვიჩი), სკოტ მაკტომინეი (მანჩესტერ იუნაიტედი), რაიან კრისტი (ბორნმუთი).
თავდამსხმელები: ლინდონ დაიკსი (ქპრ), კევინ ნისბეტი (ჰიბერნიანი), ლორენს შენკლენდი (ჰართსი).
შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ, შოტლანდიას 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. საქართველოს ანგარიშზე კი 1 ქულაა.