მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

200-მილიონიანი წინადადება - ბენზემა რეალიდან წასვლაზე დაფიქრდა

გამოცემა RELOVO სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ კარიმ ბენზემამ შესაძლოა მადრიდის „რეალი“ დატოვოს.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც „სამეფო კლუბი“ ესპანეთის სუპერ თასზე საუდის არაბეთში გაემგზავრა. ქვეყნის მთავრობა ფრანგ თავდამსხმელს პირადად შეხვდა და საუდის არაბეთის ერთ-ერთ გუნდში თამაშის სანაცვლოდ მას 200 მილიონი ევრო შესთავაზეს. საუბარია 2-წლიან კონტრაქტზე, თუმცა ჯერჯერობით გუნდი არ სახელდება.

წყაროს ცნობით, მადრიდულ გრანდში ეჭვი აქვთ, რომ ბენზემა ამ შემოთავაზებაზე სერიოზულად ფიქრობს.

აღსანიშნავია მისი კონტრაქტის უცნობი დეტალები. გავრცელებული ინფორმაციით, ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ვეტერან შემტევს ხელშეკრულება ავტომატურად უნდა განახლებოდა და მადრიდში 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა ოფიციალური მონაცემებით ბენზემას კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.

სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ბოლო დღეებში აქტიურად იწერება, რომ კარლო ანჩელოტი მის შემცვლელს ეძებს. საუბარი რობერტო ფირმინოზე, მორატაზე, ხოსელუზე და იაგო ასპასზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი იზრდება - ანჩელოტი ფირმინოში ბენზემას თვისებებს ხედავს
ინტერესი იზრდება - ანჩელოტი ფირმინოში ბენზემას თვისებებს ხედავს