კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ბრაზილიის ნაკრებში ანჩელოტის დანიშვნა სურთ | 2026 წლის მუნდიალზე სელესაოში

ბრაზილიის ნაკრები კარლო ანჩელოტისადმი ინტერესს ინარჩუნებს. ესპანური გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტს, ედნალდო როდრიგესს სურს, იტალიელმა სპეციალისტმა „სელესაოს“ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უთავკაცოს.

„რეალის“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ანჩელოტის შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა. ედნალდო როდრიგესი ამ შეხვედრის შედეგებს ელოდებოდა, რათა გაეგო, იტალიელი სპეციალისტი რას აპირებდა.

Marca-ს ცნობით, კონფედერაციის პრეზიდენტმა კაკას, რომელიც ანჩელოტისთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს, გადასცა, რომ მზადაა, კარლო 2023-24 წლების სეზონის შემდეგ დანიშნოს. ესპანური პრესის მიხედვით, ანჩელოტი „რეალში“ კიდევ ერთი სეზონით დარჩება და ბრაზილიელებმა გადაწყვიტეს, მას დაელოდონ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებს დროებით რამონ მენეზესი წვრთნის. უცხოურ პრესაში რამდენიმე სპეციალისტის ვარიანტის გაჟღერდა, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი ინტერესი ანჩელოტის მიმართ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება