თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა - ვირტუსი პლეიოფის ნახევარფინალში დაწინაურდა

იტალიის ჩემპიონატის პლეიოფის სერიის ნახევარფინალურ მატჩში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „ტორტონას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 23 ქულის სხვაობით, 84:61 დაამარცხა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. თოკოს ანგარიშზე 6-დან 3 საჯარიმო, 2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანია. ამასთან, ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ორჯერ დაკარგა და მეტოქეზე ხუთჯერ დაჯარიმდა.

ამ გამარჯვებით, ვირტუსი პლეიოფის ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა. გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 30 მაისს, კვლავ ბოლონიაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია, როდის დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშები
ცნობილია, როდის დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშები