ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, ვენის რაპიდი
Aa
Aa

კიტეიშვილის გოლი რაპიდთან - შტურმმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ სტუმრად ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა.

სტუმრები 33 წუთზე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.

„შტურმმა“ ანგარიში მე-10 წუთზე, ზარქარიას გოლით გახსნა, 33-ე წუთზე კი ოთარ კიტეიშვილმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

სამწუხაროდ, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში შეძლეს. მე-40 წუთზე „შტურმის“ კარში ერთი ბურთი ბურგსტალერმა გაქვითა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი კერშხბაუმმა წონასწორობა აღადგინა.

გამარჯვების გოლი 66-ე წუთზე გრულმა გაიტანა და „რაპიდს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ვენის გუნდი ევროპა ლიგის კვალიფიკაციის ზონაში მოხვდა.

31 ტურის შემდეგ, გრაცის „შტურმი“ 39 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფრე ბოლონიასთან - კვარამ 65 წუთი ითამაშა
ნაპოლის ფრე ბოლონიასთან - კვარამ 65 წუთი ითამაშა