თბილისის დინამო, ჯოვინო ფლამარიონი, ბათუმის დინამო, დავით სხირტლაძე, ბენჟამინ ტეიდი
Aa
Aa

დინამოების დერბი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მე-17 ტურის დასკვნითი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელშიც გოლის გატანის შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. საბოლოოდ, თავისი შესაძლებლობა უფრო კარგად ბათუმელებმა გამოიყენეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს.

ანგარიში 30-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდიმ გახსნა, რომელმაც თბილისური გუნდის კარი ეფექტური შორეული გასროლით აიღო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა წონასწორობა ტაიმის მიწურულს აღადგინა. ბათუმელთა საჯარიმოში, დავით სხირტლაძემ ულად-ომარ იმრანის შედეგიანი გადაცემა ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი კი ჯოვინო ფლამარიონის ანგარიშზეა. ბრაზილიელმა ფორვარდმა 61-ე წუთზე, თბილისური კლუბის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონის კარში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

17 ტურის შემდეგ, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სატურნირო ცხრილს 38 ქულით ბათუმის „დინამო“ ლიდერობს, თბილისის „დინამო“ კი 31 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფრე ბოლონიასთან - კვარამ 65 წუთი ითამაშა
ნაპოლის ფრე ბოლონიასთან - კვარამ 65 წუთი ითამაშა