ნაპოლის ფრე ბოლონიასთან - კვარამ 65 წუთი ითამაშა
იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
ლუჩანო სპალეტის გუნდი 54-ე წუთზე 2:0-ს იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და სახლში ერთი ქულით დაბრუნდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრაში 65 წუთი ითამაშა, თუმცა მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა. ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 66-ე წუთზე ჯაკომო რასპადორით შეცვალა.
ხვიჩა VS ბოლონია:
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „ნაპოლიმ“ ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. თავი ვიქტორ ოსიმენმა გამოიჩინა, რომელმაც მასპინძელთა მეკარის შეცდომა გამოიყენა.
54-ე წუთზე ნიგერიელმა ფორვარდმა მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი 2 ბურთით დააწინაურა.
63-ე წუთზე ფერგუსონმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
წონასწორობა კი 84-ე წუთზე დე სილვესტრიმ აღადგინა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.
37 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 87 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. სპალეტის გუნდი სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასკვნით შეხვედრას 4 ივნისს, საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსან „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართავს.