ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ამ ტაქტიკით ენრიკე კვარას უზარმაზარ პოტენციალს უკეთ გამოიყენებს“

ლუის ენრიკე „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ მომენტისთვის ნომერ პირველი კანდიდატია. უკვე დადასტურებული ინფორმაციაა, რომ დე ლაურენტისი მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Corriere della Sera წერს, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რათა ესპანელი დაიყოლიოს და მას საამისოდ რამდენიმე გარანტიასაც აძლევს. მაგალითად, ლუის ენრიკეს ხელფასი წლიურად 10 მილიონი ევრო იქნება, მის სამუშაო შტაბში პეპე რეინაც შევა. ასევე, პრეზიდენტი მას ჰპირდება, რომ ოსიმენი-კვარაცხელიას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

Gazzetta dello Sport-ი კი ლუის ენრიკეს ტაქტიკურ ხედვებზე წერს და აღწერს, თუ როგორ შეიძლება „ლუჩოს“ ხელში ხვიჩა კვარაცხელია უფრო სახიფათო და სასარგებლო გახდეს:

„ლუის ენრიკეს ყოველთვის სურს ბურთის კონტროლი. მისი მთავარი მოთხოვნა ფეხით კარგად თამაშია. იგი მეკარესა და მცველებს ავალებს, რომ შეტევები მათგან დაიწყოს. სპალეტის მიერ დაწყებული საქმე მას სამუშაოში დიდ დახმარებას გაუწევს.

4-3-3 ტაქტიკის გამოყენებისას გარემარბების გამოყენების ფართო შესაძლებლობები არსებობს. ასეთ დროს შეგიძლია მეტოქის ფლანგები გაწელო და ნახევარმცველებს მიეცეთ მეტი სივრცე, რომ თავდამსხმელებს დაეხმარონ.

ამ ტაქტიკის გამოყენებით, ლუის ენრიკეს ექნება შესაძლებლობა, რომ კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი უკეთ გამოიყენოს. ქართველმა გარემარბმა კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოახდინოს თამაშზე გავლენა და შექმნას სხვაობა, ჩემპიონთა ლიგაზეც კი“.

- წერს იტალიური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას ცხელი ივნისი - ქორწილი და ახალი კონტრაქტი ნაპოლისთან“
„კვარაცხელიას ცხელი ივნისი - ქორწილი და ახალი კონტრაქტი ნაპოლისთან“