„გალაქტიკური შეთავაზება ინგლისიდან“ - მამარდა ჩემპიონთა ლიგაზე?
გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში „ვალენსიაში“ ერთადერთი ნათელი წერტილია და „ღამურებს“, რომ ლა ლიგაში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვთ, ეს პირველ რიგში ქართველი მეკარის დამსახურებაა.
ესპანური პრესა ეჭვობს, რომ „ვალენსია“ მამარდაშვილს ვერ შეინარჩუნებს და მისი გაყიდვა მოუწევს. ამჯერად El Gol Digital-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ „ნიუკასლ იუნაიტედი“ ქართველით არის დაინტერესებული და ფინანსურად ძალიან მიმზიდველი წინადადების შეთავაზებასაც გეგმავს.
„საიდუმლო არ არის, რომ მამარდაშვილი ვალენსიასთვის იმ მოთამაშეთა შორისაა, რომელიც გასაყიდთა შორის არის, რათა კლუბმა ფინანსური მდგომარეობა მოაწესრიგოს. მამარდაშვილმა ბოლო კვირების განმავლობაში პრემიერლიგის გუნდების მხრიდან ყველაზე მეტი ინტერესი გამოიწვია.
მის შესახებ იტალიურმა გუნდებმაც იკითხეს, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მისი ბედი ინგლისშია. ქართველით ბევრია დაინტერესებული და მზადაც არიან, რომ მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროზე მეტიც გადაიხადონ. რაზეც ვალენსია თანახმა იქნება.
იმის მიხედვით, რაც ბოლო საათებში გავიგეთ, ინგლისური გუნდი გალაქტიკური შეთავაზებით შემოიჭრა, რაც პრაქტიკულად მამარდაშვილის ვალენსიადან წასვლას გარანტირებულს ხდის. ეს გუნდი ნიუკასლია, რომელსაც ახალი მფლობელების შემდეგ, ფინანსურად დიდი შესაძლებლობები აქვს.
ისინი მამარდაშვილს თვალს ადევნებენ და მზად არიან შეთავაზება გააკეთონ, რომელიც შესაძლოა 25 მილიონ ევროს აღემატებოდეს. ინგლისურ კლუბს გადაწყვეტილი აქვს დიდი ინვესტიცია განახორციელოს, რომ შემადგენლობა გააძლიერონ და ქართველი მეკარე ამ სიის სათავეში აღმოჩნდება.
ნიუკასლის წინადადება მხოლოდ ტრანსფერზე არ არის ორიენტირებული, ისინი პირადად მამარდაშვილს უზარმაზარ კონტრაქტს შესთავაზებენ. ისინი მას გაცილებით მაღალ ხელფასს შესთავაზებენ, რასაც ვალენსიაში იღებს. რაც მოთამაშისთვის მაცდური იქნება.
შეთავაზებიდან გამომდინარე მამარდაშვილის წასვლა გასაკვირი არ არის. ნიუკასლის ფინანსური სიძლიერიდან გამომდინარე, სინი ქართველისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტებად იქცნენ“.
- წერს ესპანური გამოცემა.
„ნიუკასლი" გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და შესაძლოა მათ რიგებში ისტორიაში მეორე ქართველი ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ 1997-2000 წლებში „კაჭკაჭების" ღირსებას თემურ ქეცბაია იცავდა.
მამარდა VS რეალი