ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელიას ცხელი ივნისი - ქორწილი და ახალი კონტრაქტი ნაპოლისთან“

ცნობილი იტალიური ვებ გვერდი corriere dello sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. ახალი კონტრაქტი, მისი კარიერის მომავალი და მომავალი მეუღლე ნიცა თავაძე.

„კვარაცხელიას ცხელი ივნისი - ქორწილი და ახალი კონტრაქტი ნაპოლისთან - რას წერს იტალიური გამოცემა:

„ხვიჩა კვარაცხელიას უკვე აქვს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე, მაგრამ ნაპოლიმ ის 2028-მდე უნდა გაახანგრძლივოს ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდით. ამჟამად კვარა 1.4 მილიონს იღებს და ანაზღაურება 2.5 მილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს. პლუს ბონუსებიც.

ჯუნტოლიმ ის 11 მილიონად იყიდა და მისი ფასი განუწყვეტლივ იზრდება და ძნელი დასათვლელია. დე ლაურენტისისთვის კვარა არის ფიგურა ორი ნულით (მინიმუმ 100 მილიონი).

კლუბის განზრახვა არის კონტრაქტის განახლება/გაუმჯობესება. დე ლაურენტისსა და ხვიჩას აგენტს მამუკა ჯუღელს შორის შეხვედრა რაც შეიძლება მალე უნდა შედგეს. ისინი პირველად აპრილში შეხვდნენ, მილანთან მატჩამდე.

ასე რომ, კონტრაქტების განახლების თემა მომდევნო კვირებში ხელახლა გაიხსნება და ლობოტკას, ჟესუსის, რაჰმანის შემდეგ სიაში კვარაცხელიაა. ყველაფერი ხვიჩაზე იქნება დამოკიდებული. ის ახლო წარსულში ბრწყინვალე იყო და გახლავთ ოქროს ხიდი მომავალთან. ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია და გასული სეზონის საუკეთესო შენაძენი.

ახლა ხვიჩა მომავალი მეუღლის გარდა არაფერზე ფიქრობს. ნიცა თავაძე, სამედიცინო სტუდენტი. ის კვარას ყველა მატჩს ესწრება. წყვილი ოფიციალურად მარტში დაინიშნა, ქართული რიტუალის მიხედვით. ივნისში კი ქორწილი ექნებათ“.

- წერს იტალიური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იქნებ ნაპოლი მასზე დაფიქრდეს?“ - იტალიური მედია მიქაუტაძეზე
„იქნებ ნაპოლი მასზე დაფიქრდეს?“ - იტალიური მედია მიქაუტაძეზე