NBA: ბოსტონმა ანგარიში გაათანაბრა და ისტორიის დაწერასთან ერთ ნაბიჯშია
გამთენიისას NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის მე-6 შეხვედრა გაიმართა. „მაიამიმ“ „ბოსტონს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 103:104 დამარცხდა. „სელტიკსმა“ ანგარიში 3:3 გახადა და ისტორიის დაწერას შეეცდება.
NBA-ს პლეი-ოფებში აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ვინმეს 0:3-დან 4:3 მოეგოს და შესაძლოა ეს პირველად „ბოსტონმა“ გააკეთოს.
რაც შეეხება მე-6 შეხვედრას, „ბოსტონს“ მცირე უპირატესობა ჰქონდა, თუმცა „მაიამი“ ზედმეტად წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. დასკვნითი მეოთხედისთვის სტუმრებმა 10-ქულიანი ფორა მოიპოვეს, რომელიც „ჰიტმა“ აღმოფხვრა და შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე 1 ქულით დაწინაურდა კიდეც.
მატჩის ბედი კი „ბოსტონელმა“ დერიკ ვაითმა გადაწყვიტა, რომელმაც მარკუს სმარტის არაზუსტი სამიანის შემდეგ, ბურთი მოხსნა და ირენამდე 0.3 წამით ადრე ორქულიანი ჩააგდო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრაში საუკეთესო „ბოსტონელი“ ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო და ბურთი 12-ჯერ მოხსნა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯეილენ ბრაუნს - 23 ქულა და 10 მოხსნა. მარკუს სმარტმა 21 ქულა ჩააგდო.
„მაიამის“ მხრიდან ჯიმი ბატლერმა 24 ქულა, 11 მოხსნა და 8 გადაცემა შეასრულა. 21 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა ქეილებ მარტინს.
30 მაისს, „მაიამი“ გადამწყვეტ მე-7 შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს და ისტორიის დაწერას შეეცდება. წყვილში გამარჯვებულს სუპერფინალში „დენვერი“ ელის.