მესის უნიკალური რეკორდი - პსჟ საფრანგეთის ჩემპიონია
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოსწინა ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „სტრასბურგს“ ესტუმრა. მატჩ ფრედ 1:1 დასრულდა და დედაქალაქური კლუბი ისტორიაში მეთერთმეტედ ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობის ჩემპიონობა სხვა არცერთ გუნდს არ აქვს. ასევე, პსჟ-მ ჩემპიონატი ისე მოიგო, რომ მეორე ადგილზე არ გადასულა. ასეთი მიღწევა სხვა ფრანგულ კლუბს არასდროს ჰქონია
მატჩმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. პარიზელთა მხრიდან გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, ხოლო წონასწორობა კევინ გამეირომ აღადგინა.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ახალი ისტორია დაწერა. ტოპ 5 ჩემპიონატს შორის, მესის 496 გოლი დაუგროვდა და ამით ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 7 ოქროს ბურთის მფლობელმა ლა ლიგაში 474-ჯერ გაიტანა, ხოლო ლიგა 1-ში 22-ჯერ.
Leo Messi scores and becomes the all-time top scorer in the 5 major European leagues history. 496 goals. ✨???????? #Messi pic.twitter.com/rLwHWNQ9Zd
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 27, 2023
მატჩის ვიდეო მიმოხილვა