ბაიერნი, დორტმუნდი, ტომას მიულერი, ტომას ტუხელი, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

“ჩემპიონობა დავიმსახურეთ“ - მატჩისშემდგომი კომენტარები

ზედიზედ მეთერთმეტე ჩემპიონობის შემდეგ, ტომას ტუხელმა, ტომას მიულერმა და ჯამალ მუსიალამ კომენტარები გააკეთეს.

ტუხელი:

„დღეს ჯამალ მუსიალამ თავისი ბოლო დარტყმით ყველას პასუხი გასცა. ჩვენ ეს შევძელით, მაგრამ ნამდვილი სიგიჟე იყო. როდესაც ლეროი სანემ თავისი მომენტი ვერ გამოიყენა ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა. მიუხედავად ამისა, ჯამალმა ყველაფერი გააკეთა და ტიტული ვიზეიმეთ. ეს საოცარი შეგრძნებაა.

მიულერი:

„წარმოუდგენელი გამოცდილებაა ასეთ სტილში ჩემპიონატის მოგება. ვფიქრობ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ექნება განცდა, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ. აღსანიშნავია, რომ სეზონის მეორე ნახევარი ჩვენთვის ქაოტური იყო, მაგრამ ეს მომენტი ყველაფერს ფარავს. „დორტმუნდს“ პატივი უნდა ვცეთ. მათ ბრწყინვალე მეორე ნახევარი ჰქონდათ. გარკვეულწილად, ზოგიერთი მათი ფეხბურთელის გამო გული მწყდება, მაგრამ, როგორც ფეხბურთელს ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, მიხარია.“

მუსიალა:

„ეს ნამდვილად საოცარი გრძნობაა. გვეგონა, რომ უშანსოდ ვიყავით და ჩემპიონები გავხდით. წარმოუდგენელი მომენტი იყო. გოლი, რომ გავიტანე ვერ გავიაზრე რა ხდებოდა. საღ გონებაზე დასაბრუნებლად რამდენიმე წუთი დამჭირდა. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში ჩვენთვის კარგი სეზონი არ იყო და ეს გვესმის. მიუხედავად ამისა, ბუნდესლიგის მოგებით ბედნიერები ვართ.“

შეგახსენებთ, რომ „მაინცის“ დამარცხების შემთხვევაში, „დორტმუნდის“ ბორუსია 11-წლიანი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგის ჩემპიონი ხდებოდა, თუმცა მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ამის პარალელურად კი „ბაიერნმა“ „კიოლნი“ 2:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონობა არ აღნიშნა - გორეცკა ტუხელზე გაბრაზდა
ჩემპიონობა არ აღნიშნა - გორეცკა ტუხელზე გაბრაზდა