ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: “იყო ნაპოლის წევრი ეს პრივილეგიაა და არა ვალდებულება“

არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი სულ მალე „ნაპოლის“ დატოვებს. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა აურელიო დე ლაურენტისს კითხვა დაუსვეს, რაზეც მან საინტერესო პასუხი გასცა:

დე ლაურენტისი:

„იყო ნაპოლის წევრი პრივილეგიაა და არა ვალდებულება. წინა წლის ივნისში მე დაგპირდით, რომ სკუდეტოს მოვიგებდით და სიტყვა შევასრულე. ახლა ახალ ციკლს ვიხსნით და მოთმინება გმართებთ. შემდეგ წლებში კვლავ მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.“

ბოლო ცნობები ახალ მწვრთნელზე

დღეს Corriere dello Sport-მა დაადასტურა, რომ დე ლაურენტისსა და ლუის ენრიკეს შორის კონტაქტი შედგა.

„პრეზიდენტმა აიღო ტელეფონი და ლუჩოს დაურეკა. საუბარო გუნდის მომავალზე იყო, რომელიც აწმყოზე ნაკლები არ უნდა იყოს. მათი სასაუბრო თემა ხელფასები და კორპორატიული პოლიტიკაც იყო.

აშკარაა, რომ ნაპოლის აქვს ამბიციური პროექტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეა ორიენტირებული. ეს არის გუნდი სკუდეტოთი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელებით. დე ლაურენტისს ლუის ენრიკეს დანიშვნა სურს“. - წერს იტალიური გამოცემა.

ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი არაფერია, მათ შორის არც სპალეტის დარჩენა, თუმცა ბოლო დროს მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა იმდენად არასახარბიელოა, რომ ეს ვერსია ნაკლებად მოსალოდნელია.

„ნაპოლის“ ლუის ენრიკეს გარდა სათადარიგო ვარიანტებიც აქვს - ტიაგო მოტა, ვინჩენცო იტალიანო, ანტონიო კონტე და რამდენიმე უცნობი გვარი, რომელიც ჯერ არ საჯაროვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იქნებ ნაპოლი მასზე დაფიქრდეს?“ - იტალიური მედია მიქაუტაძეზე
„იქნებ ნაპოლი მასზე დაფიქრდეს?“ - იტალიური მედია მიქაუტაძეზე