“ამ ყველაფერს კარგი დასასრული არ ექნება“ - მატჩისშემდგომი კომენტარები
„დორტმუნდისა“ და „მაინცის“ მატჩის დასრულების შემდეგ, ედინ ტერზიჩმა, მატს ჰუმელსმა და ემრე ჩანმა მცირე კომენტარი გააკეთეს.
ტერზიჩი:
„თქვენ ხედავთ, რამდენად რთული და მკაცრი შეიძლება იყოს ეს სპორტი, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. ეს ძალიან მტკივნეული იყო. ამ ყველაფერს კარგი დასასრული არ ექნება.“
ჰუმელსი:
„შემდეგი რამდენიმე დღე სასტიკი იქნება. ამ ყველაფრის მონელება წარმოუდგენლად რთულია. ამას რამდენიმე დღეზე მეტი დასჭირდება.“
ჩანი:
„მიმდინარე სეზონში, როგორც გუნდმა ყველაფერი გავაკეთეთ. ჩემპიონობა ძალიან გვინდოდა, მაგრამ დასასრულს არაფერი გამოგვივიდა.“
შეგახსენებთ, რომ „მაინცის“ დამარცხების შემთხვევაში, „დორტმუნდის“ ბორუსია 11-წლიანი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგის ჩემპიონი ხდებოდა, თუმცა მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.