საქართველოს 20-წლამდე რაგბის ნაკრები
Aa
Aa

რაგბი U20 - საქართველო ინგლისთან დამარცხდა

ავჭალაში, საქართველოს რაგბის 20-წლამდე ნაკრები ინგლისის პირველ გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა და სამწუხაროდ ქართველები 36:41 დამარცხდნენ.

ინგლისელმა აქტიურად დაიწყეს და სულ მალე 10:0-ს იგებდნენ, თუმცა საქართველომ გარდატეხის შეტანა შეძლო და სხვაობა შეამცირა. 7:10. ამის შემდეგ, მასპინძლები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ სახელაშვილმა საკუთარი ნაკრები ლელოთი წინ გაიყვანა.

ამის შემდეგ, ლუკა ცირეკიძის ბენეფისი ვიხილეთ, რომელმაც ზედიზედ ორი ლელო დადო. პირველი ტაიმი საქართველოს გამარჯვებით 24:15 დასრულდა.

მეორე ტაიმი ჩვენებურებმა აქტიურად დაიწყეს და კიდევ ერთი ლელო დადეს. ინგლისელები მარცხს არ ეგუებოდნენ და გააქტიურდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტაბლოზე 29:27 დაფიქსირდა, რა დროსაც ბასა ხონელიძემ ლელო დადო. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე საქართველო 36:27-ს იგებდა, თუმცა ინგლისმა მატჩის შემოტრიალება შეძლო და როგორც უკვე მოგახსენეთ, 41:36 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნომერ პირველები ხართ“ - კვარამ სცენიდან ნეაპოლელებს მიმართა
„ნომერ პირველები ხართ“ - კვარამ სცენიდან ნეაპოლელებს მიმართა