ბაიერნი, ოლივერ კანი, ჰასან სალიჰამიჯიჩი
Aa
Aa

ჩემპიონობიდან რამდენიმე წუთში - ბაიერნმა კანი და სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა

„ბაიერნი“ ზედიზედ მეთერთმეტედ ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა. „რეკორდმაისტერმა“ ბოლო ტურში „კიოლნი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. თავის მხრივ, „დორტმუნდმა“ „მაინცს“ ვერ მოუგო.

ჩემპიონობიდან რამდენიმე წუთში, ავტორიტეტულმა გამოცემა BILD-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, „ბაიერნმა“ დაკავებული თანამდებობებიდან ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა. თუ რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „რეკორდმაისტერის“ ქომაგები სალიჰამიჯიჩის მუშაობით კმაყოფილნი არ იყვნენ. გულშემატკივრებს არც ოლივერ კანის მოღვაწეობა ხიბლავდათ. აღნიშნულ პიროვნებებს იულიან ნაგელსმანის არასწორ დროს გაშვება დაუწუნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დროებით კრისტიან დრაისენი დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: გიუნდოგანი ახლა ბარსელონასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე სიტიში დარჩენასთან
AS: გიუნდოგანი ახლა ბარსელონასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე სიტიში დარჩენასთან