„იქნებ ნაპოლი მასზე დაფიქრდეს?“ - იტალიური მედია მიქაუტაძეზე
ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელებს უკვე სხვა თვალით უყურებენ. ამჯერად იტალიური მედიის ყურადღება გიორგი მიქაუტაძის თამაშმა მიიპყრო.
აი რას წერს მასზე ნეაპოლური areanapoli:
„კვარაცხელიამ ევროპაში ფეხბურთი გააოცა. ბათუმის დინამოდან ნეაპოლში ჩასული ქართველის ნიჭის აფეთქებას არავინ ელოდა - ყურადღებიანი ინსაიდერების გარდა, რომლებიც ფეხბურთს თვალს 360 გრადუსით ადევნებენ. თამაშიდან თამაშამდე ის აჩვენებდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია, ვინც ოდესმე იტალიაში ჩასულა. მისი პირველი სეზონი ნეაპოლელთა შორის ადასტურებს იმას, რომ კლუბმა წარმატებული სვლები გააკეთა, როცა ხვიჩამ გუნდიდან წასული ლორენცო ინსინიე შეცვალა.
მაგრამ საფრანგეთში, როგორც ჩანს, ახალი კვარაცხელია გამოჩნდა. 35 მატჩი და 20-ზე მეტი გოლი, 8 საგოლე გადაცემა. ის მეცთან ერად ლიგა 2-ში თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელს ლიონშია დაბადებული, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში თამაშობს და ყველაფერი აქვს საიმისოდ, რათა მაღალი დონის თავდამსხმელი გახდეს, თავისი ნეაპოლელი თანამემამულის დონეზე ავიდეს.
ეს ბიჭი ქართულ მედიას აგიჟებს, რომელსაც უკვე „ახალ კვარაცხელიას“ უწოდებენ. საფრანგეთიდან წამოსული ხმების მიხედვით, მის მიმართ სიმპათიები იტალიურ კლუბებსაც აქვთ. ვინ იცის, იქნებ ნაპოლიც დაფიქრდეს მასზე“.
- წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის მიმართ იტალიური კლუბების გარდა ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგიდანაც არის.