ხვიჩა კვარაცხელია, ნონა გაფრინდაშვილი
Aa
Aa

„ჩემპიონისა და ჭადრაკის დედოფლის შეხვედრა ნეაპოლში“ - წერს იტალიური გამოცემა

სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლიმ“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ხსენებულ შეხვედრას ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. მათ შორის იყო მსოფლიო ჭადრაკის ქართველი ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც შეხვედრამდე ხვიჩა კვარაცხელია მოინახულა.

„ჩემპიონისა და ჭადრაკის დედოფლის შეხვედრა ნეაპოლში“ - ხსენებული შეხვედრის შესახებ წერს იტალიური გამოცემა ilmionapoli, რომელიც ორი ქართველი სპორტსმენის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს:

„ნეაპოლში ინტერთან მატჩის წინ ორი განსაკუთრებული ქართველის შეხვედრა შედგა - ხვიჩა კვარაცხელია, იტალიის ახალი ჩემპიონი, ახალი მარადონა, უფრო სწორად კვარადონა, როგორც მას ქომაგებმა უწოდეს. და ჭადრაკის ლეგენდა, ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქალი მოთამაშე, რომელსაც ოდესმე უცხოვრია - ნონა გაფრინდაშვილი.

ქართული სპორტის ორ დიდ ჩემპიონს შორის შეხვედრა უკვდავყო ჟურნალისტმა დარეჯან კვარაცხელიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაკი საქართველოში ძალიან პოპულარული თამაშია, სადაც მას უკვე დაწყებით სკოლებშიც ასწავლიან, კვარას ის არც ისე კარგად გამოსდის. მან სვლები იცის, თუმცა არც ისე კარგად გამოსდის, როგორც მრავალგზის ჩემპიონ ნონას. ხვიჩა ბურთთან ერთად ბევრად უკეთესია.

„დიახ, ჯობია ყველამ საკუთარ სპორტს მიხედოს“. - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი. მსოფლიო ჩემპიონმა კვარას სკუდეტოს მოგება რამდენჯერმე მიულოცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

გაფრინდაშვილი, რომელიც პირველად მსოფლიო ჩემპიონი 1962 წელს, 21 წლის ასაკში გახდა, ტიტულს 1978 წლამდე იცავდა (მაშინ საბჭოთა კავშირის სახელით გამოდიოდა). ის დღესაც 82 წლის ასაკშიც ასპარეზობს.

ნონა გაფრინდაშვილმა მის კარიერაში 12 ოლიმპიადაზე იასპარეზა და 25 მედალი მოიპოვა. ის იყო პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც დიდოსტატის წოდება მოიპოვა, რაც იმ დროს რუსეთში ადვილი სულაც არ იყო.

მიუხედავად ასაკისა, გაფრინდაშვილმა ნეაპოლში ყოფნით ისარგებლა და ისტორიულ ცენტრს ეწვია, მოინახულა მარადონას ფრესკა, ესტუმრა ნეაპოლური ჭადრაკის აღმასრულებელ დირექტორს და იქვე საჭადრაკო მასტერკლასიც ჩაატარა.

Netflix-მა სერიალი „ჭადრაკის დედოფალი“ სწორედ მისი შთაგონებით გადაიღო, თუმცა სიუჟეტში უზუსტობები იყო, რამაც კამათი გამოიწვია, მათ შორის იმ ფაქტმა, რომ მას კაცებთან ნათამაშები არასდროს ჰქონდა.

ფეხბურთი და ჭადრაკი - საქართველოს შეუძლია თავისი ორი კერპით იამაყოს. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ნეაპოლში და არა რომელიმე ქალაქში - იტალიის ჩემპიონ ქალაქში“.

  • წერს იტალიური გამოცემა.

ფოტომასალა: დარეჯან კვარაცხელია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება