ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე
Aa
Aa

ვაზარი ბოლო წამებზე | ქართველი ჯუდოკების 2 ბრინჯაო ავსტრიიდან

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები აიღო. დღეს, -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებას დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა მიაღწიეს და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

გოჩილაიძე მეოთხედფინალში, ხოსე მარია მენდიოლა ისკეტასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გააგრძელა ასპარეზობა. პირველ შეხვედრაში მან ვიქტორ სტერპუს აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ქართული წარმომავლობის ვაჩიდ ბორჩაშვილს მოუგო.

ზაურ დვალაშვილი მეოთხედფინალში სწორედ ბორჩაშვილთან დამარცხდა. რეპეშაჟში მან ეუტე იჰანამაკი დაამარცხა და მენდიოლა ისკეტას დაუპირისპირდა. ქართველმა გამარჯვებას ბოლო წამზე მიაღწია და ვაზარი ეფექტური გდებით აიღო.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრან პრიზე საქართველოს სახელით კიდევ ორი ჯუდოკა იასპარეზებს. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაქარ ერაშვილი გამოვა, ხოლო -100-ში - გიორგი ჩიქოვანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები