გიორგი შერმადინი
Aa
Aa

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის MVP გახდა

ესპანეთის ლიგა ენდესას 2022/23 წლების სეზონის MVP-ის წოდება გიორგი შერმადინს გადაეცა. ქართველმა ცენტრმა ჯილდო კარიერაში უკვე მეორედ მიიღო. გასულ წელს კი მეორე ადგილი დაიკავა.

10 დღის წინ, შერმადინი გულშემატკივრების რჩეულიც და გახდა და ქომაგთა აზრითაც MVP-ის წოდება მიიღო.

ამჯერად, ესპანეთის ლიგა ენდესას ოფიციალურმა გვერდმა შერმადინი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, რაც 34 წლის ქართველი ცენტრისთვის მორიგი ისტორიული მიღწევაა.

შერმადინმა გამარჯვების შესახებ მოულოდნელად თვითმფრინავში გაიგო

აქვე გეტყვით, რომ 2 დღის წინ, ესპანეთის ლიგა ენდესას 2022-23 წლების სეზონის ბოლო ტურში „ტენერიფემ“ შინ „სარაგოსა“ 92:69 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინმა 23 წუთი და 46 წამი ითამაშა. მის აქტივში 15 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი იყო.

ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი ქულა შერმადინის თანაგუნდელმა, 39 წლის მარსელო უერტასმა ჩააგდო (16), მან მხოლოდ 1 ქულით აჯობა ქართველ კალათბურთელს. აღსანიშნავია, რომ შერმადინისა და უერტასის სარგებლიანობის კოეფიციენტი თანაბარი იყო - 19. „ტენერიფემ“ სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა, ფლეი-ოფის მეოთხედფინალურ სტადიაზე „უნიკახას“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება