ლუის ენრიკე, ფრანჩესკო ტოტი
Aa
Aa

ტოტი: სწორი არჩევანი იქნება, ენრიკე ნაპოლისთვის შესაფერისი მწვრთნელია

ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ლუის ენრიკეს შესაძლო მთავარ მწვრთნელად დანიშვნას სწორი არჩევანი უწოდა.

„ის ნამდვილად არის ნაპოლისთვის შესაფერისი მწვრთნელი. ლუის ენრიკე მომწონს და მას პატივს ვცემ. ვფიქრობ, მას შეუძლია ამ საქმეს გაუმკლავდეს. ის კარგი და თავმდაბალი ადამიანია, ხელმისაწვდომია. მან ისტორია დაწერა როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. ვფიქრობ, რომ მისი დანიშვნა სწორი ნაბიჯი იქნება.

სპალეტი და ენრიკე ერთმანეთს ხედვებით ძალიან ჰგვანან. ვნახოთ, რას გადაწყვეტს დე ლაურენტისი. პირადად ჩემთვის, ეს შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა“.

- განაცხადა ტოტიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დე ლაურენტისისთვის ლუის ენრიკე ნომერ პირველი არჩევანია. ნეაპოლელები მისთვის 2-წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავენ, რომლის სანაცვლოდაც ესპანელი წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს.

საინტერესოა, რომ სპალეტის წლიური ანაზღაურება 2.8 მილიონია. იტალიელი ხელფასის გაზრდას 1 მილიონით ითხოვდა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება