მაიამი ჰიტი, ბოსტონ სელტიკსი
Aa
Aa

NBA: ბოსტონმა მაიამის ზედიზედ მეორედ მოუგო და ანგარიში 2:3 გახადა

გამთენიისას NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-5 შეხვედრა გაიმართა. „ბოსტონმა“ შინ „მაიამის“ უმასპინძლა და 110:97 დაამარცხა. რის შემდეგაც სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა - 2:3.

შეხვედრაში გადამწყვეტი პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც „ბოსტონმა“ 35:20 მოიგო, რის შემდეგაც უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

მასპინძელთა მხრიდან ყველაზე მეტი 24 ქულა დელით ვაითმა ჩააგდო. მარკუს სმარტს 23 ქულა ჰქონდა, ჯეილენ ბრაუნს 21, ჯეისონ ტეიტუმსაც 21.

„მაიმის“ რიგებში დანკან რობინსონს 18 ქულა, ჰქონდა, ბემ ადებაიოს 16.

სერიის მე-6 შეხვედრას „მაიამი“ უმასპინძლებს, რომელიც 28 მაისს გაიმართება. „ბოსტონი“ შეუძლებლის გაკეთებას შეეცდება და ისტორიაში პირველად 0:3-დან სერიის მოგებას უმიზნებს.

შეგახსენებთ, რომ მათ შორის გამარჯვებულს სუპერფინალში „დენვერ ნაგეთსი“ ელოსი, რომელმაც „ლეიკერსს“ სერია 4:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება