პეპ გუარდიოლა, ედერსონ მორაეში
Aa
Aa

ედერსონი: ჰოლანდის გარდა, ვარსკვლავებად ყველანი პეპმა გვაქცია

„მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელი მეკარე ედერსონი ამბობს, რომ მისი გუნდელების პროგრესი და ვარსკვლავური იმიჯი მხოლოდ პეპ გუარდიოლას დამსახურებაა.

„იყო ერთი მატჩი - მანჩესტერ იუნაიტედთან ან ლივერპულთან, ზუსტად არ მახსოვს - როცა მთელი კვირა ვვარჯიშობდით, რომ გარკვეული სტილით გვეთამაშა, მაგრამ მატჩის დაწყებამდე პეპმა სრულიად გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ სხვანაირად ვითამაშებდით. და ის მატჩი მაინც მოვიგეთ!

ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოთამაშეები მას და მის პროცესს ენდობიან. ის ძალიან მომთხოვნია, მაგრამ ამავდროულად გვაძლევს თავისუფლებას და თავდაჯერებულობას, რათა მოედანზე საკუთარი თავები ვიყოთ. გასაოცარია, რამდენმა მოთამაშემ მიაღწია პროგრესს, სიტიში გუარდიოლასთან მუშაობის შედეგად. ეს სიგიჟეა.

ერლინგ ჰოლანდი შესაძლოა ერთადერთი მოთამაშეა ჩვენს გუნდში, ვინც კლუბში მოსვლისას უკვე ვარსკვლავური სტატუსით იყო. ჩემნაირი ადამიანები, აიმერიკ ლაპორტი, ჯონ სტოუნსი, რუბენ დიაში და ბერნარდო სილვა, როცა ისინი სიტის შემოუერთდნენ ვარსკვლავები არ იყვნენ. პეპთან ერთად ჩვენ ბევრად გავუმჯობესდით, რადგან მას შეუძლია ყველა მოთამაშისგან მაქსიმუმის მიღება შეუძლია. ეს ნამდვილად მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა“,

- განაცხადა მანჩესტერ სიტის მეკარემ Four Four Two-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის შემდეგ მილინკოვიჩ-სავიჩი - მილანი გააქტიურდა
მიქაუტაძის შემდეგ მილინკოვიჩ-სავიჩი - მილანი გააქტიურდა