ნეიმარი, ემანუელ პეტი
Aa
Aa

პეტი: ნეიმარი არსენალს მოუხდება, იქ შურისძიებასაც შეძლებს

„არსენალის“, „ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ ნეიმარს „არსენალში“ გადასვლა ურჩია.

„ვფიქრობ, ნეიმარი ნებისმიერ ტოპ კლუბს შეეფერება. მე მისი ხილვა არსენალში მსურს და ვფიქრობ, მასაც მოეწონება. ტექნიკური ფეხბურთი და არსენალის სტილი მისთვის მისაღები იქნება. ნეიმარს უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებთან თამაში სურს, რადგან უკვე თავად ასაკოვანია.

მას ასევე სურს შურისძიება იმისთვის, რაც პსჟ-ში გაიარა (ქომაგების პროტესტი), რაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად გამოიარა. ვფიქრობ, თუ შეთავაზებას მიიღებს, ის არსენალში სიამოვნებით წავა. ნეიმარს ყველა პოზიციაზე შეუძლია ითამაშოს და არტეტას გუნდს ძალიან წაადგება“.

- ციტირებს პეტის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ პსჟ შემადგენლობის გვარიანად გადახალისებას გეგმავს. პარიზელები მესისა და ნეიმარის გასხვისებაზე სერიოზულად ფიქრობენ. კლუბი ახალ გუნდს მბაპეს ირგვლივ ააშენებს, რომელშიც მთავარი ვარსკვლავი კილიანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება