მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

MMA-ის მებრძოლი: „მერაბი სტერლინგზე ძლიერია, უმარი ორივეზე უკეთ ჭიდაობს“

MMA-ის ორგანიზაციის, ACA-ს ყაზახმა მებრძოლმა, არტიომ რეზნიკოვმა უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. რეზნიკოვის თქმით, უმარს მერაბ დვალიშვილზე და ალჯამეინ სტერლინგზე უკეთესი ჭიდაობა აქვს და მალე სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება.

„ვფიქრობ, უმარ ნურმაგომედოვი UFC-ის ჩემპიონი ძალიან მალე გახდება. მას მერაბ დვალიშვილზე და ალჯამეინ სტერლინგზე უკეთესი ჭიდაობა აქვს. მერაბი და ალჯო სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლები არიან და უმარი მათზე უკეთ ჭიდაობს. სიამოვნებით ვნახავდი, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირებას. ჩემი აზრით, მერაბი სტერლინგზე ძლიერია“.

შეგახსენებთ, რომ მერაბს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მისი დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა. UFC-იმ მერაბს უმართან ჩხუბის გამართვა შესთავაზა, მაგრამ ქართველს ტრავმის გამო უარის თქმა მოუწია.

რუს მებრძოლს კარიერაში 16 ბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულია. მან 7-ჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით, 2-ჯერ ნოკაუტით და 7-ჯერ მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოლკანოვსკი ილიაზე: „დაამარცხოს ემეტი და ტიტულთან ახლოს იქნება“
ვოლკანოვსკი ილიაზე: „დაამარცხოს ემეტი და ტიტულთან ახლოს იქნება“