ანდრეს ინიესტა
Aa
Aa

ინიესტამ ცრემლები ვერ შეიკავა - ესპანელი ვისელ კობეს ტოვებს

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ პრესკონფერენცია გამართა და „ვისელ კობეს“ დატოვების შესახებ გამოაცხადა. ინიესტას ცრემლების შეკავება გაუჭირდა, აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობასთან კლუბის დატოვებაზე შეთანხმდა და საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს.

„5 წლის წინ, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე და ბარსელონა დავტოვე. ჩემმა ოჯახმა ახალი თავგადასავალი, ჩვენი სახლიდან ძალიან შორს დაიწყო. ახლანდელი გადმოსახედიდან, ბედნიერებასა და სიამაყეს ვგრძნობ და ვისელ კობეში გადმოსვლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც ოდესმე მიმიღია.

იაპონურ კლუბში გავიზარდე, როგორც ადამიანი და ფეხბურთელი და ეს ლამაზი ქვეყანა უკეთ გავიცანი. 5 წლის განმავლობაში, უამრავი ლამაზი მომენტი გამოვცადე და იმედი გვქონდა, რომ კარიერას აქ დავასრულებდი, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვგონია. ვისელ კობეს უნდა დავემშვიდობო, რაც მარტივი არაა. ეს კლუბი ჩემი სახლია და მინდა, ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემს სურვილს, რომ ვითამაშო, პატივი სცა.

მინდა, ფეხბურთის თამაში განვაგრძო და ვფიქრობ, ეს კიდევ შემიძლია, თუმცა ჩემი ცხოვრების იაპონური თავი იხურება და ვნახოთ, რა მოხდება. სად გავაგრძელებ თამაშს? სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცი“.

შეგახსენებთ, რომ ინიესტა „ვისელ კობეში“ 2018 წელს გადავიდა. იაპონური კლუბის მაისურით, მან 133 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლი და 25 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვენტურა: ხვიჩას 3-5-2 სქემაში თავისი თამაში და როლი არ ექნება
ვენტურა: ხვიჩას 3-5-2 სქემაში თავისი თამაში და როლი არ ექნება