ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ჯან პიერო ვენტურა, ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

ვენტურა: ხვიჩას 3-5-2 სქემაში თავისი თამაში და როლი არ ექნება

„ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ნეაპოლელთა რიგებიდან ლუჩანო სპალეტის მოსალოდნელ წასვლაზე და მის სავარაუდო შემცვლელებზე ისაუბრა.

ვენტურამ ახალი მთავარ მწვრთნელზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია და მისი სათამაშო სტილიც ახსენა, რომელიც შესაძლოა შეიზღუდოს.

„თუ, ნაპოლის გასპერინი ჩაიბარებს, შესაძლოა 3-კაციანი დაცვის ხაზი დიდი პრობლემა გახდეს. ის სრულიად განსხვავებულად თამაშობს, ვიდრე აქამდე ნაპოლი თამაშობდა. ასეთ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ დაარწმუნოთ ყველა ფეხბურთელი, ითამაშონ ისე, როგორც ამას აქამდე არ აკეთებდნენ.

ეს ცვლილება შესაძლოა პრობლემად იქცეს. მე გასპერინის არ ვაკნინებ, მაგრამ მისი სათამაშო ფილოსოფია ყველასათვის არ არის ადაპტირებული.

კონტე? მიმაჩნია, რომ მას პრეზიდენტთან თანაცხოვრება გაუჭირდება. მას რთული ხასიათი აქვს, ისევე როგორც დე ლაურენტისს. მისი სამწვრთნელო უნარები უდავოა, მაგრამ მისი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იქ, სადაც ის არ იყო ბედნიერი ან არ მიიღო ის, რაც სურდა, მან უბრალოდ თავი დაანება და უბრძოლველად წავიდა.

რა თქმა უნდა, შესაძლოა ნაპოლი მასთან ერთად აღფრთოვანებული ყოფილიყო. გარდა ამისა ვიტყვი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 3-5-2 სქემაში თავისი თამაში და როლი არ ექნება. ეს მისი სქემა არ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში, სპალეტისთან გამომშვიდობება იმედგაცრუებაა და სინანულს იწვევს“.

- განაცხადა ვენტურამ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას.

ვენტურა ხვიჩას 3-5-2 სქემაში ვერ ხედავს და საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრები ვილი სანიოლთან ერთად სწორედ ამ სქემით თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპის სიგიჟეს ალღო ვერავინ აუღო! ლიბეროს დაბრუნება? | ც9
პეპის სიგიჟეს ალღო ვერავინ აუღო! ლიბეროს დაბრუნება? | ც9