თელავი დამარცხებულია - ბათუმის დინამო Crystalbet ეროვნულ ლიგას ლიდერობს
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა. ამ გამარჯვების შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდი Crystalbet ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა.
გულშემატკივრებმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი იხილეს. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა ანგარიში 35-ე წუთზე გახსნეს, სტუმართა გუნდი უფრო აქტიური იყო. თავი ფლამარიონმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა. „თელავს“ კარში ზუსტად აღარ დაურტყამს. შეტევაში ძირითადად გეგუჩაძის შეგირდები იყვნენ, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ფლამარიონმა დუბლი გაიფორმა 2:0 დააფიქსირა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, „დინამო“ გალიდერდა. ამ მომენტისთვის, აჭარლებს სატურნირო ცხრილში 35 ქულა აქვთ და მეორე/მესამე ადგილზე მყოფ „საბურთალოს“ და „სამგურალს“ 3 ქულით უსწრებენ.