აურელიო დე ლაურენტისი, ლუჩანო სპალეტი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„უკვე 5 სპეციალისტს ვესაუბრე“ - დე ლაურენტისი სპალეტის შემცვლელს ეძებს

ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია. იტალიური პრესა რამდენიმე დღეა სპალეტის შემცვლელებს განიხილავს.

Corriere dello Sport-ი ნეაპოლელთა შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც დე ლაურენტისის ფრაზას იშველიებენ, როცა ის ამბობს, რომ უკვე 5 სხვადასხვა მწვრთნელს ესაუბრა.

„მე უკვე ვესაუბრე 5 სპეციალისტს“. - ციტირებს რომაული გამოცემა.

„სიაში ერთი ანტონიო კონტეა, რომელმაც უკვე უარი განაცხადა. მეორე არის ნაგელსმანი, რომელიც ბაიერნიდან დაითხოვეს. სიაში ახალი სახელიცაა, ლუის ენრიკე, რომელსაც ამჟამად პოპულარული პოზიცია უჭირავს. სხვა გვარების შესახებ არაფერია ცნობილი.

დე ლაურენტისს აქვს გეგმა B, გეგმა C და შესაძლოა გეგმა D - ალტერნატივების მთელი სერია, იქამდე სანამ ხელშეკრულების სასურველ ვარიანტამდე არ მივა“.

- წერს იტალიური გამოცემა.

როგორც უკვე დაიწერა, დე ლაურენტისი და სპალეტი ახალი სეზონის გეგმებზე ვერ შეთანხმდნენ. პრეზიდენტს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა სურს, თუმცა ტრანსფერებში შესაბამისი თანხის დახარჯვას არ აპირებს, სპალეტი კი მის გეგმას არ ეთანხმება და გარანტიებს არ იძლევა. ასევე, ლუჩანოს ჩემპიონობის შემდეგ ხელფასის მომატება სურდა და თვლიდა, რომ მან ეს დაიმსახურა, მაგრამ დე ლაურენტისი მას მხოლოდ საბონუსე სისტემას სთავაზობდა, რაზეც უარი მიიღო.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლუის ენრიკე უკვე მზადაა „ნაპოლი“ ჩაიბაროს. მან ყველა შემოთავაზება გვერდით გადადო და მხოლოდ იტალიაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარახა: „მამარდასთვის მიყენებული შეურაცხყოფა? პატივისცემას ჩვენც ვიმსახურებთ“
ბარახა: „მამარდასთვის მიყენებული შეურაცხყოფა? პატივისცემას ჩვენც ვიმსახურებთ“