თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ქართული კლასიკო: დინამომ ტორპედოს 5-გოლიანი ბრძოლა მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ქართული „ელ კლასიკო“ შედგა - სამტრედიაში „ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

ქუთაისურ კლუბში სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა შოტლანდიელ სპეციალისტს სტივ კინის, რომელმაც თავის გუნდს ხელი უკვე დაატყო, რაც ხასიათში აისახა.

„დინამომ“ მატჩი კარგად დაიწყო და ულად-ომარ იმრანის დუბლით 2:0-საც იგებდა. მაროკოელმა ლეგიონერმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, როდესაც შორეული გასროლით თბილისელთა კარი აიღო. მეორე ბურთი კი მეორე ტაიმის დასაწყისში 49-ე წუთზე კონტრშეტევისას გაიტანა. საგოლე პასი აქტივში გიორგი ხარაიშვილმა ჩაიწერა.

„ტორპედომ“ თამაშში დაბრუნება 4-წუთიან მონაკვეთში შეძლო. 62-ე და 66-ე წუთებზე ჯერ გიორგი კუხიანიძემ და შემდეგ გიორგი არაბიძის დარტყმულს ირაკლი ბუღრიძემ დაამატა - 2:2.

ამის შემდეგ, მატჩი თითქოს ფრისკენ მიდიოდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში, კერძოდ 101-ე წუთზე, ვიდეო რეფერის გამოყენების შედეგად, თბილისელებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, რომელიც გოლად უსმანე კამარამ აქცია.

ამრიგად, 16 ტურის შემდეგ, თბილისის „დინამო“ 28 წულით მე-3 ადგილზე იმყოფება. „ტორპედოს“ კი 20 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარახა: „მამარდასთვის მიყენებული შეურაცხყოფა? პატივისცემას ჩვენც ვიმსახურებთ“
ბარახა: „მამარდასთვის მიყენებული შეურაცხყოფა? პატივისცემას ჩვენც ვიმსახურებთ“