ბორდო, მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ლიგა 2-ის ოფიციალური გამოცემა - მიქაუტაძე და ზურიკო ტურის სიმბოლურში

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტური ქართველი ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა. გიორგი მიქაუტაძემ „გინგამს“ გაუტანა, თუმცა „მეცმა“ მაინც ვერ მოიგო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

რაც შეეხება დავითაშვილს, მან „ლავალთან“ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და ერთი გოლი მასზე დანიშნულ ჯარიმას მოყვა.

აქედან გამომდინარე, ქართველ ფეხბურთელებს კარგი თამაში დაუფასდათ და ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია, ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მიქაუტაძე ბომბარდირთა დავას 23 გოლით ლიდერობს, თუმცა მისი გუნდის ლიგა 1-ში გადასვლის შანსებმა დაიკლო. ზურიკო დავითაშვილმა კი ყველა ტურნირზე ერთად 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ბორდოს“ მთავარ დივიზიონში აღზევება თითქმის გადაწყვეტილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსამართლობაა“ | ვალენსია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
„უსამართლობაა“ | ვალენსია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს