იულიან ნაგელსმანი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

უარი ჩელსის | ლუის ენრიკეს ნაპოლის ჩაბარების პერსპექტივა ხიბლავს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკე მზადაა, „ნაპოლი“ ჩაიბაროს. ლუჩანო სპალეტი „პარტენოპეის“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

იტალიური გამოცემის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ, ლუის ენრიკემ „ჩელსის“ უარი უთხრა, მაგრამ „ნაპოლის“ ჩაბარების პერსპექტივა ხიბლავს. მხარეებს შორის კონტაქტი ჯერ არ ყოფილა და რაიმე სახის მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.

Gazzetta-ს ინფორმაციას Corriere dello Sport-იც ადასტურებს, რომელიც აცხადებს, რომ დე ლაურენტისს 5-კაციანი სია აქვს შერჩეული, ენრიკე კი მის სათავეში იმყოფება. ესპანელი სპეციალისტის გარდა, ანტონიო კონტესა და იულიან ნაგელსმანის ვარიანტებიც გაჟღერდა.

ცნობისთვის, იტალიური პრესის მიხედვით, „ინტერთან“ მატჩის შემდეგ, სპალეტიმ თავის შეგირდებს განუცხადა, რომ კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. გამომდინარე აქედან, ნეაპოლელები მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ და ბევრი რამ სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი კლუბი სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში არ უნდა იყოს“ - სტივ კინი Sky Sports-ს ესაუბრა
„ასეთი კლუბი სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში არ უნდა იყოს“ - სტივ კინი Sky Sports-ს ესაუბრა