ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების აღნიშვნისას გამოარჩია | რას წერენ კვარას მომავალზე

ცნობილმა იტალიურმა გამოცემებმა, Il Mattino-მ და Corriere dello Sport-მა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით, უახლესი ცნობები მოგვაწოდეს. „პარტენოპეის“ „კვარასთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვეტილი აქვს და კონტრაქტის დეტალებიც გარკვეულია.

„კვარა ნაპოლის მაისურით თამაშს გააგრძელებს და ივნისში, ხელშეკრულებას 1 წლით გაახანგრძლივებს. ხვიჩა მზადაა, კონტრაქტს ხელი მოაწეროს და ნაპოლიში 2028 წლის ზაფხულამდე დარჩეს. მისი ამჟამინდელი ანაზღაურება 1.4 მილიონ ევროს პლუს ბონუსებია, ახალი კონტრაქტით კი 2.5 მილიონს პლუს ბონუსები გახდება. კვარაცხელია გუნდის მომავლის ერთ-ერთი ბურჯია და ეს კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების აღნიშვნის დროსაც განაცხადა. პარტენოპეის პირველმა პირმა იგივე გაიმეორა და ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გამოარჩია“, - წერს Corriere dello Sport-ი.

„ლობოტკასა და კვარას ტრანსფერი გამორიცხულია. კიმი და ოსიმენი იმ შემთხვევაში წავლენ თუ კლუბი ძალიან დიდ შეთავაზებას მიიღებს“, - აცხადებს Il Mattino.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლის“ 86 ქულა აქვს და „პარტენოპეის“ მომდევნო თამაშს 28 მაისს ვიხილავთ. თბილისის დროით, 17:00-ზე, ნეაპოლელები სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეი ლონგო: „მერაბს შეუძლია, 7 რაუნდი იჩხუბოს, მისი გაჩერება წარმოუდგენელია“
რეი ლონგო: „მერაბს შეუძლია, 7 რაუნდი იჩხუბოს, მისი გაჩერება წარმოუდგენელია“