ჯიმი ბატლერი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, დერიკ უაითი, გეიბ ვინსენტი, კეილებ მარტინი, ალ ჰორფორდი, გრანტ უილიამსი
Aa
Aa

ბოსტონი ბრძოლას აგრძელებს | მაიამიმ სერიის დახურვის შანსი ხელიდან გაუშვა

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ბრძოლა გრძელდება. „მაიამი ჰიტმა“ საკუთარ კედლებში გამართულ მეორე შეხვედრაში სერია ვერ დახურა და „ბოსტონ სელტიქსმა“ ჩამორჩენა 2 გამარჯვებამდე შეამცირა - 1:3.

„ბოსტონისა“ და „მაიამის“ მეოთხე მატჩში, „სელტიქსმა“ აჩვენა, ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი რატომაა. 6 ქულით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, „ბოსტონმა“ მესამე მეოთხედი 38:23 მოიგო, გადამწყვეტ პერიოდში კი მეტოქეზე 8 ქულით მეტი ჩააგდო და მატჩი 17 ქულით მოიგო - 116:99.

„ბოსტონს“ ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ჯეილენ ბრაუნს 17 ქულა და 4 ასისტი ჰქონდა. დერიკ უაითმა 16 ქულა დააგროვა, ალ ჰორფორდმა და გრანტ უილიამსმა კი 12 და 14. „მაიამის“ რიგებში 29 ქულით ჯიმი ბატლერი გამოირჩა. გეიბ ვინსენტს 17 ქულა ჰქონდა, კეილებ მარტინს - 16.

ცნობისთვის, ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა ბოსტონში, „თიდი გარდენში“ გაიმართება და პარასკევს, 26 მაისს, თბილისის დროით, 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ინგლისში უკვე გაყიდეს“ - სიმონე ბრალიას მოულოდნელი კომენტარი ხვიჩაზე
„ინგლისში უკვე გაყიდეს“ - სიმონე ბრალიას მოულოდნელი კომენტარი ხვიჩაზე