ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, სიმონე ბრალია
Aa
Aa

„ინგლისში უკვე გაყიდეს“ - სიმონე ბრალიას მოულოდნელი კომენტარი ხვიჩაზე

„ჯენოას“, „პერუჯასა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სიმონე ბრალიამ რადიო TMW-ის ეთერში, გადაცემა Maracanà-ში სტუმრობისას „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ბრალიამ სენსაციური რამ თქვა. მისი ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგაში უკვე გაყიდეს.

„მეწარმე მაქსიმალური მოგების მიღწევის შემდეგ ბიზნესს ყიდის. ვფიქრობ, შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა კლუბი გაასხვისოს. ასევე, ვიცი რომ ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგაში უკვე გაყიდეს“.

მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბებს დაუკავშირეს, თუმცა სიმონე ბრალიას ნათქვამს იტალიური წყაროები არ ადასტურებენ. ევროპული მედიის ინფორმაციით, ხვიჩა შემდეგ სეზონში კვლავ „პარტენოპეიში“ ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. იტალიის ჩემპიონობაში ქართველმა გარემარბმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონის სერია B-ში „ბარი“ მესამე ადგილზეა, უმაღლეს ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის. გამომდინარე იქიდან, რომ „ბარის“ მფლობელი აურელიო დე ლაურენტისია, თუ კლუბი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება, იტალიელ ბიზნესმენს „ბარის“ ან „ნაპოლის“ გაყიდვა მოუწევს, ერთ პირს არ აქვს უფლება, რომ სერია ა-ში ორ კლუბს ფლობდეს. ამ ეტაპზე „ბარი“ სერია B-ში მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან „ჯენოას“ 8 ქულით ჩამორჩება და ფლეი-ოფის გზით ელიტაში დაბრუნებას ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები