კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის რეალი, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი: “რონალდუს ჰომოფობიურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ვინისიუსს რასისტულს“

ვინისიუს ჯუნიორთან დაკავშირებით დიდი სკანდალია ატეხილი. „ვალენსიას“ ქომაგებმა მას მაიმუნი უწოდეს. ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს არაერთმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. თავისი აზრი ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმაც დააფიქსირა.

ტებასი:

„დიდი ხანია ვიცით, რომ ვინისუსს რასისტულ კომენტარებთან პრობლემები აქვს. მან 10 საჩივარო შემოიტანა. ხმამაღლა ვამბობ, რომ ვიმოქმედებთ ჩვენი მაქსიმალური უფლებამოსილებით. პოლიცია დამნაშავეების იდენტიფიკაციას ცდილობს. გვსურს მეტი უნარები, რათა ყველაფერი უფრო ეფექტური იყოს.

გლობალური ბზარები არის მიზანმიმართული სიძულვილის თავდასხმების სამიზნე. ეს მოხდა კრიშტიანუ რონალდუს ჰომოფობიური შეძახილებით და ეს ემართება ვინისიუსს რასისტული შეურაცხყოფით. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ეს საზიზღარი თავდასხმები, რომლებიც ასევე დიდ გავლენას ახდენს ესპანეთში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებზე.“

ცნობისთვის, ვინისიუს ჯუნიორი იმ დონემდე გამოვიდა წყობიდან, რომ „რეალიდან“ წასვლას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია ESPN BRASIL-მა გაავრცელა.

ასევე შეგახსენებთ, „ვალენსიასა“ და „რეალის“ მატჩის VAR-ის ექვსივე მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ისინი სტადიონზე აღარ დაიშვებიან“ - ვალენსიას ოფიციალური განცხადება
“ისინი სტადიონზე აღარ დაიშვებიან“ - ვალენსიას ოფიციალური განცხადება