ბარსელონა, ტომას ტუხელი, ჟიულ კუნდე
Aa
Aa

კუნდე ბარსელონას ტოვებს? - ერთ-ერთი ვარიანტი ბაიერნია

Relevo-ს ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ჟიულ კუნდემ შესაძლოა „ბარსელონას“ დატოვოს. კატალონიური კლუბი ფრანგს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

„ბარსას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი კუნდეს მეტწილად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ათამაშებს, ფეხბურთელი კი საკუთარ თავს ცენტრალური მცველის პოზიციაზე ხედავს. მისი გუნდიდან წასვლის სურვილი ამ ვითარებიდან გამომდინარეობს.

ამასობაში „ბაიერნი“ ცენტრალური მცველის ძიებაშია. აღსანიშნავია, რომ „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს გასულ სეზონში, როცა „ჩელსის“ წვრთნიდა, კუნდეს დამატება სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. საინტერესოა, რომ ტუხელი კუნდეს გამოყენებას არა ცენტრალური მცველის, არამედ მარჯვენა მცველის პოზიციაზე გეგმავდა, ფეხბურთელი კი „ბარსელონადან“ წასვლას იმიტომ აპირებს, რომ მარჯვენა მცველად ათამაშებენ. აქედან გამომდინარე, თუ ტუხელი კვლავ იგივე აზრზეა, ფრანგის „ბაიერნში“ გადასვლის შანსი მცირეა.

კუნდე პრემიერ ლიგის კლუბებსაც დაუკავშირეს, თუმცა კონკრეტული გუნდები არ გაჟღერებულა.

24 წლის კუნდეს „ბორდოსა“ და „სევილიაში“ უთამაშია. 2022 წლის ზაფხულიდან „ბარსელონას“ ფეხბურთელია. კატალონიურ კლუბში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ლა ლიგა მოიგო, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არაადამიანები ხართ“ - ვინისიუსის საჯარო მიმართვა
“არაადამიანები ხართ“ - ვინისიუსის საჯარო მიმართვა