რეალი, ვალენსია
Aa
Aa

“ისინი სტადიონზე აღარ დაიშვებიან“ - ვალენსიას ოფიციალური განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, „ვალენსიასა“ და „რეალის“ მატჩის დროს სკანდალი მოხდა. მასპინძელთა გულშემატკივრებმა ვინისიუს ჯუნიორს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან დაკავშირებით, „ღამურების“ ოფიციალური ვებ-გვერდი განცხადებას ავრცელებს.

„ვადასტურებთ, რომ ბოლო საათების განმავლობაში პოლიციამ ის 3 ადამიანი ამოიცნო, რომლებმაც ვინისიუს ჯუნიორს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. „ვალენსია“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობს და ცდილობს აღმოფხვრას ნებისმიერი რასისტული შეურაცხყოფა.

ჩვენი გადაწყვეტილებით, აღნიშნული პიროვნებები „მესტალიაზე“ მატჩს ვერასდროს ვეღარ დაესწრებიან. ასეთი ქმედებების წინააღმდეგ ყოველთვის ხმამაღლა ვიბრძოლებთ. „ვალენსია“ არ მოითმენს რასისტულ თავდამსხმებს. ამის ადგილი ჩვენს კლუბში არ არის.“

შეგახსენებთ, რომ „ღამურების“ გულშემატკივრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, ბრაზილიელის მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ. „ვალენსიამ“ საკუთარი ქომაგების ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ დამნაშავეებს სამაგალითოდ დასჯის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არაადამიანები ხართ“ - ვინისიუსის საჯარო მიმართვა
“არაადამიანები ხართ“ - ვინისიუსის საჯარო მიმართვა