გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ხვიჩა: „ვინი შენს გვერდით ვართ, მამარდა დიდი გულის ბიჭია“

ხვიჩა კვარაცხელია „რეალი“ - „ვალენსიას“ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილსა და ვინისიუს ჟუნიორს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა Instagram-ში შემდეგი პოსტი დაწერა: „მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინი შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს“.

შეგახსენებთ, „ვალენსიასა“ და „რეალის“ მატჩი სკანდალით დასრულდა. ვინისიუს ჯუნიორი რასისტული შეურაცხყოფების შემდეგ წყობიდან გამოვიდა. საბოლოოდ, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მოედნიდან გააძევეს. კონფლიქტში გიორგი მამარდაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც ვინისიუსს ფიზიკურად დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი კარის დარაჯი თანაგუნდელს იცავდა და მის შემთხვევაში რასისტულ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

ინციდენტის შემდეგ, ვინისიუსს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი უჭერს მხარს. გამონაკლისი არც „მამარდა“ გახლავთ, რომელმაც „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ღია მიმართვა გაავრცელა.

მამარდაშვილი: „ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. ვინისიუსს პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები