რეალი, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

“პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ“ - მამარდამ ვინისიუსს მიმართა

„ვალენსიასა“ და „რეალის“ მატჩი სკანდალით დასრულდა. ვინისიუს ჯუნიორი რასისტული შეურაცხყოფების შემდეგ წყობიდან გამოვიდა. საბოლოოდ, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მოედნიდან გააძევეს.

კონფლიქტში გიორგი მამარდაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც ვინისიუსს ფიზიკურად დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი კარის დარაჯი თანაგუნდელს იცავდა და მის შემთხვევაში რასისტულ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

ინციდენტის შემდეგ, ვინისიუსს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი უჭერს მხარს. გამონაკლისი არც „მამარდა“ გახლავთ, რომელმაც „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ღია მიმართვა გაავრცელა.

მამარდაშვილი:

„ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. @vinijr პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ.“

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიასა“ და „რეალის“ მატჩის VAR-ის ყველა მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეტიც, ვინისიუსი ისე გამოვიდა წყობიდან, რომ  მადრიდული გრანდის დატოვებაზე ფიქრობს. ამის შესახებ ინფორმაცია ESPN BRASIL-მა გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ ფეხბურთელია“ - ჟოაუ ფელიქსი ხვიჩას აქებს
„ტოპ ფეხბურთელია“ - ჟოაუ ფელიქსი ხვიჩას აქებს