ხვიჩა კვარაცხელია, ნეიმარი, მარკუს რაშფორდი, კარიმ ადეიემი, ვინისიუს ჟუნიორი, რაფაელ ლეაუ, ჯეკ გრილიში, ლეროი სანე, გაბრიელ მარტინელი, კაორუ მიტომა
Aa
Aa

მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები - რომელ ადგილზეა კვარა?

ავტორიტეტულმა ჟურნალმა, Four Four Two-მ დღესდღეობით საუკეთესო მარცხენა გარემარბების რეიტინგი განაახლა. ჩვენთვის საინტერესო „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაა, რომელმაც „პარტენოპეის“ ტრიუმფის შემდეგ, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

„ნაპოლის ნებისმიერი გულშემატკივრის შიში, რომ კლუბის თილისმის, ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ, პარტენოპეის მკვეთრი რეგრესი ექნებოდა, არ გამართლდა. ზაფხულში, ქართველი ფეხბურთელის მოსვლამ დარტყმა კი არ შეარბილა, ნაპოლის, დიეგო მარადონას დღეების შემდეგ, პირველი სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე აბსოლუტურად უცნობმა კვარაცხელიამ თავისი სისწრაფითა და კრეატიულობით იტალია გააოგნა. 22 წლის ფეხბურთელი უკვე დასრულებული პროდუქტია და მზადაა, ნაპოლის უფრო მეტი ტიტულის დასაკუთრებაში დაეხმაროს. თუ ხვიჩა ნეაპოლში დარჩება, არავინ იცის, უახლოეს წლებში რამდენად მაგარი ფეხბურთელი გახდება“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ცნობისთვის, Four Four Two-ს ტოპ 10 ასე გამოიყურება:

10 - ლეროი სანე

9 - კარიმ ადეიემი

8 - ნეიმარი

7 - კაორუ მიტომა

6 - გაბრიელ მარტინელი

5 - ჯეკ გრილიში

4 - მარკუს რაშფორდი

3 - რაფაელ ლეაუ

2 - ხვიჩა კვარაცხელია

1 - ვინისიუს ჟუნიორი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისის საბოლოო სია - Corriere dello Sport-ი ნაპოლის გეგმებზე წერს
დე ლაურენტისის საბოლოო სია - Corriere dello Sport-ი ნაპოლის გეგმებზე წერს