„შეცდომის აღიარებას ველოდებით“ - შახტარმა ბარსელონა გააკრიტიკა
Aa
Aa

„შეცდომის აღიარებას ველოდებით“ - შახტარმა ბარსელონა გააკრიტიკა

დონეცკის „შახტარმა“ „ბარსელონა“ გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში „ბლაუგრანას“ ფეხბურთელთა ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მათ რუსეთში მცხოვრებ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. უკრაინული კლუბი სწორედ ამ ვიდეოს გამოეხმაურა და „ბარსას“ შეცდომის აღიარებისკენ მოუწოდა.

„დონეცკის შახტარი განრისხებას გამოხატავს იმ ვიდეოს გამო, რომელშიც ბარსელონას ფეხბურთელები, ალეხანდრო ბალდე და სერხი რობერტო რუსეთში მცხოვრები გულშემატკივრებისადმი მადლიერებას გამოხატავენ. იმედი მაქვს, ბარსელონა ხვდება, რომ ასეთ დროს რუსეთის მსგავსი ქვეყნის მხარდაჭერა მიუღებელია. ველოდებით, რომ კლუბი შეცდომას აღიარებს და მომავალში მსგავს ვითარებას თავიდან აირიდებს.

მეორე წელია რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე სისხლიან და გაუმართლებელ ომს აწარმოებს. ომის შედეგად, ათასობით უკრაინელი გარდაიცვალა, ათობით ქალაქი განადგურდა და მილიონობით ადამიანმა სახლი დაკარგა. უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მთელი მსოფლიო გაერთიანდა და რუსეთის ქმედებები დაგმო. ყოველდღე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინის გამარჯვება დავაჩქაროთ და ევროპული ღირებულებები და დემოკრატია დავიცვათ.

ამის პარალელურად, ვხედავთ მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ კლუბის, ბარსელონას ფეხბურთელებს, რომლებიც რუსებს მიმართავენ და მათ მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. ჩვენი აზრით, ეს მიუტევებელი და ამორალური ქმედებაა. უნდა გვახსოვდეს, რომ მოედანზე მოპოვებული არც ერთი გამარჯვება არაა ბავშვის სიცოცხლის ტოლფასი და ფეხბურთით ნაშოვნი არც ერთი თეთრი არაა განადგურებული ქალაქებისა და ადამიანების დანგრეული ცხოვრების ტოლფასი“, - განაცხადა „შახტარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სერგეი პალკინმა.

ცნობისთვის, „ბარსელონას“ აღნიშნულ ვიდეოზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსის ეპიზოდი - VAR-ის ექვსივე მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ვინისიუსის ეპიზოდი - VAR-ის ექვსივე მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს