ვინისიუსის ეპიზოდი - VAR-ის ექვსივე მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს
„ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი სკანდალურად დასრულდა. ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოვლენების ეპიცენტრში ვინისიუს ჯუნიორი, გიორგი მამარდაშვილი და სხვა მოთამაშეებიც იყვნენ.
საბოლოო ჯამში, მატჩის არბიტრმა მინდვრიდან მხოლოდ ვინისიუსი გააძევა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ბრაზილიელმა შემტევმა ჰუგო დუროს დაარტყა.
დღეს, სადისციპლინო კომიტეტმა ეპიზოდი განიხილა და აღნიშნულ დაპირისპირებაზე მომსახურე VAR-ის პერსონალი გაამტყუნა. გაამტყუნა იმ კუთხით, რომ დამნაშავე მხოლოდ ჯუნიორი არ იყო.
ვიდეო რეფერის მსაჯებს ბურგოს ბენგოეჩესთვის არ უთქვამთ, რომ თავდაპირველად ჰუგო დურომ მოუჭირა კისერში ხელი ვინისიუსს. აქედან გამომდინარე, სადისციპლინო კომიტეტმა VAR-ზე მომუშავე ექვსივე არბიტრი სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ შორის, ხელმძღვანელი იგლესიას ვილიანუევა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, იგლესიას ვილიანუევა ოთხშაბათს ვიდეორეფერის რანგში „ბეტისისა“ და „ხეტაფეს“ მატჩს მოემსახურება და ეს მის კარიერაში უკანასკნელი დაპირისპირება იქნება.