ვალენსია
Aa
Aa

“არაადამიანები ხართ“ - ვინისიუსის საჯარო მიმართვა

„ვალენსიასთან“ მომხდარი სკანდალის შემდეგ, რომელშიც ვინისიუს ჯუნიორს რასისტული შეურაცხყოფები მიაყენეს და ამავდროულად ის მინდვრიდან გააგრძელეს, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა გუნდის გულშემატკივრების რასისტული შეურაცხყოფები. ამ ყველაფერს კი „რეალის“ შემტევი ვრცელ მიმართვასაც ამატებს.

ვინისიუსი:

„ყოველი გასვლითი მატჩი უსიამოვნო სიურპრიზია. ამ სეზონში ასეთი რამ ბევრჯერ მოხვდა. სიკვდილის შემცველი შეძახილები, ჩამოკიდებული თოჯინა, კრიმინალური ყვირილი.. ყველაფერი ჩაწერილია!!

საუბარი ყოველთვის მიდის „იზოლირებულ შემთხვევებზე“. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა!! ეს არის უწყვეტი ეპიზოდები, რომლებიც ესპანეთის რამდენიმე ქალაქშია გავრცელებული.

მტკიცებულებები არის ვიდეოში. ახლა მე ვსვამ კითხვას: ამ რასისტებიდან რამდენი ადამიანის სახელი და გვარია საჯაროდ გამოქვეყნებული? პასუხის გაცემას გაგიმარტივებთ! არცერთის! არავინ გაბედოს და თქვას, რომ ეს სამწუხარო ამბავია ან საჯაროდ ყალბი ბოდიში მოიხადოს!

რა აკლია ამ ადამიანების კრიმინალებად შერაცხვას? კლუბები სპორტული კუთხით უნდა დაისაჯონ! რატომ არ აშუქებენ ტელევიზიები ამ ბარბაროსობას ყოველ შაბათ-კვირას?

პრობლემა ძალიან სერიოზულია და კომუნიკაციები აღარ მუშაობს. ეს ფეხბურთი არ არის!“ არაადამიანები ხართ!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - იუვენტუსს 10 ქულა დააკლეს
ოფიციალურად - იუვენტუსს 10 ქულა დააკლეს