მანჩესტერ იუნაიტედი, ნეიმარი, პარი სენ ჟერმენი, კაზემირო
Aa
Aa

საქმეში კაზემირო ჩაერთო - მანჩესტერი ნეიმარის შეძენას აქტიურად ცდილობს

„პარი სენ ჟერმენისა“ და ნეიმარის გზები ნელ-ნელა იყოფა. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’EQUIPE საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

„წითელი ეშმაკები“ პარიზულ გრანდს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის თაობაზე დაუკავშირდნენ და საფრანგეთის დედაქალაქიდან დადებითი პასუხი მოვიდა.

ახლა მთავარია თავად ნეიმარი იყოს თანახმა და პსჟ მას იჯარის წესით გაუშვებს. ჯერჯერობით უცნობია კონტრაქტში ჩაიდება, თუ არა გამოსასყიდი პუნქტი.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფრანგული გიგანტის ვარსკვლავის დასარწმუნებლად საქმეში კაზემირო ჩართო. „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი ნეიმარის დარწმუნებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის შემტევს პრემიერ ლიგაში თამაში ყოველთვის სურდა, მაგრამ მის მომავალს გამუდმებით „ჩელსის“ უკავშირებდნენ და „იუნაიტედის“ სახელი არასდროს გაჟღერებულა.

ცნობისთვის, ნეიმარმა მიმდინარე სეზონი ნაადრევად ტრავმის გამო დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მას ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმის მიღებამდე 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი შეარჩია - 2-წლიანი კონტრაქტი და 4 მილიონი
დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი შეარჩია - 2-წლიანი კონტრაქტი და 4 მილიონი