ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, ლუჩანო სპალეტი, ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი შეარჩია - 2-წლიანი კონტრაქტი და 4 მილიონი

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, პოსტს დატოვებს. იტალიელ სპეციალისტსა და კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა დაიძაბა და შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.

ამის პარალელურად, გამოცემა CalcioNapoli24 სპალეტის შემცვლელს ასახელებს. როგორც გაირკვა, დე ლაურენტისი მოლაპარაკებას ჯან პიერო გასპერინისთან აწარმოებს. წყაროს ცნობით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა „ატალანტას“ დამრიგებელს 2-წლიანი კონტრაქტი და 4 მილიონი ევრო შესთავაზა.

ბერგამოული კლუბი კი გასპერინის შემცვლელად ივან ჯურიჩს განიხილავს. თუ გასპერინი „ნაპოლის“ ჩაიბარებს, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის ტაქტიკა 3-4-3 იქნება, რაც დე ლაურენტისს საკმაოდ მოსწონს. ცნობისთვის, სპალეტის წასვლის შესახებ ინფორმაციას Rai Sport-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. „ნაპოლის“ 86 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრა „ბოლონიას“ წინააღმდეგ სტუმრად ელის, „სამპდორიას“ კი საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ESPN Brasil: ვინისიუსი რეალიდან წასვლას განიხილავს
ESPN Brasil: ვინისიუსი რეალიდან წასვლას განიხილავს