38 წლის ასაკში კარმელო ენტონიმ კარიერა დაასრულა
სულ ცოტა ხნის წინ, ლეგენდარულმა კარმელო ენტონიმ სოციალურ ქსელში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მისი კარიერის მომენტებია ასახული.
შეგახსენებთ, რომ ენტონი 2003 წელს დრაფტზე მესამე ნომრად „დენვერმა“ აირჩია. 2011 წლამდე აღნიშნულ კლუბში დარჩა და შემდეგ კარიერა ნიუ-იორკში გააგრძელა. ის ასევე „ოკლაჰომაში“, „ჰიუსტონში“ და „პორტლენდში“ თამაშობდა. კარიერის უკანასკნელი სეზონი კი „ლეიკერსში“ ჩაატარა.
კარმელომ 19 სეზონში ჯამში 28 289 ქულა დააგროვა და ის ამ მაჩვენებლით ყველა დროის საუკეთესო მექულეებში მე-11 პოზიციას იკავებს. 38 წლის ყოფილმა კალათბურთელმა ALL STAR-ში მონაწილეობა 10-ჯერ მიიღო. ასევე, ენტონიმ საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადა 3-ჯერ მოიგო.
Thank you #STAYME7O pic.twitter.com/4au8cOd13s
— Carmelo Anthony (@carmeloanthony) May 22, 2023