რეალი, ვალენსია, კაზემირო
Aa
Aa

“ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა დაისაჯოს“ - კაზემირომ ვინისიუსს მხარი დაუჭირა

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი კაზემირო „მესტალიაზე“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა. ვინისიუს ჟუნიორის მისამართით გაჟღერებული რასისტული შინაარსის შეურაცხყოფები კატეგორიულად დაგმო და სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

კაზემირო:

„იმედგაცრუებული და სევდიანი ვარ, როცა ვხედავ, თუ როგორ გრძელდება ვინისუსის მიმართ რასისტული შეურაცხყოფები. ამას ვეღარ შევეგუებით. ეს ყველაფერი სცდება სპორტს და გავლენას ახდენს მთელს საზოგადოებაზე. სამწუხაროდ ასეთი ფაქტები დაუსჯელი რჩება.

ამ ყველაფრის დაგმობა საკმარისი აღარ არის. დასჯაა საჭირო! ლა ლიგამ სამაგალითო ზომები უნდა მიიღოს, რადგან რასიზმი აფუჭებს არა მხოლოდ ესპანური ფეხბურთის, არამედ მთელი მსოფლიო ფეხბურთის იმიჯს. ყველა ერთად უნდა დავდგეთ!! ნულოვანი ტოლერანტობა!!“

შეგახსენებთ, რომ „ღამურების“ გულშემატკივრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, ბრაზილიელის მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ. „ვალენსიამ“ საკუთარი ქომაგების ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ დამნაშავეებს სამაგალითოდ დასჯის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინოა, რომ ეს 2023 წელს ხდება“ - ჩავის მხარდაჭერა ვინისიუსს
„სამარცხვინოა, რომ ეს 2023 წელს ხდება“ - ჩავის მხარდაჭერა ვინისიუსს